DownloaD რეპერმა "უცხომ" დაასრულა ვიდეო კლიპის გადაღება სიმღერაზე "ისტორია" მუსიკიაც და კლიპიც სტუდია "მიქსის" ბაზაზე შეიქმნა. კლიპი განსხვავებული თემატიკისაა, იგი არ არის ტრადიციული "რეპერული" კლიპის თემა სიყვარულია. გოგო ბიჭს ქუჩის კონცერტზე გაიცნობს და იმდენად მოიხიბლება მისი შემოქმედებით გადაწყვიტავს დახმარებას და უამრავი სირთულე გადახდება მის გამო. ეს ურთიერთობა რათქმაუნდა სიყვარულში გადაიზრდება რომელსაც გოგოს მამა უკმაყოფილებით ხვდება და შვილს საზღვარგარეთ აგზავნის... სცენარის ავტორი და რეჟისორი ლევან ლომაშვილია ოპერატორი შოთა მიგრიაული. კლიპში უცხო შეყვარებულ ბიჭს განასახიერებს. შეყვარებულის მამის როლს თელავის თეატრის მსახიობი ვანო იანთბერიძე ასრულებს. მასთან ერთად მონაწილეობენ. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტი გიორგი მამალაშვილი და მოდელი თამუნა მარადაშვილი.